პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს

ლელო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ლელოს“ სლოგანით „არაბიზაცია“ წამოწყებული კამპანია ქსენოფობიური და ტყუილია. მისი თქმით, „ალდეს“ შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ქსენოფობიის შემწყნარებელ ალიანსად ჩაითვლება.

შალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს
ინტერპრესნიუსი

ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომლითაც „ლელო“ ჩაერთო სლოგანით: „არაბიზაცია“. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“ მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ალდეს“ ახლა უკვე მეორე შანსი აქვს იმისთვის, რომ გაემიჯნოს „ლელოს“.

„ალდეზე“ როდესაც ვსაუბრობთ მათ დღეს თავის წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია „ლელო“, რომელიც ტერორისტის თანამებრძოლია. არ დაგმეს, არ გაემიჯნნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი- დღეს უკვე ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომლითაც „ლელო“ ჩაერთო, სლოგანით „არაბიზაცია“, რაც ერთი მხრივ, არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“ მხრიდან. „ალდე“ გახლავთ ლიბერალური პარტია და ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ ქსენოფობია და ეთნიკური დაყოფა არის ის, რასაც ისინი ებრძვიან. ახლა, აღმოჩნდა, რომ არათუ ებრძვიან, არამედ მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. დაველოდებით, მეორე შანსი არის მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დაელოდებიან კიდევ რამდენიმე დღე, ექნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“

„ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდეს’ მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ,რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები, ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი [იქნება]“- აცხადებს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, გამიჯვნოდა "ლელოს" ტერორისტ თანაგუნდელს, ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას - შალვა პაპუაშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – „ალდეს“ წევრმა „ლელომ“ ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, ვნახოთ, თუ აღმოჩნდება „ალდე“ მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ
  5. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი
  6. რუსთავი 2სამთავრობოვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით "არაბიზაცია", ვნახოთ იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას - შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები