ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა" - მმართველი გუნდი "ალდეს" განცხადებას ეხმაურება და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამართლებრივი არგუმენტებით საუბრისკენ მოუწოდებს

ლელო

მმართველი გუნდი „ალდეს“ განცხადებას ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ სანამ ალიანსი „ლელოს“ არ გაემიჯნება, მათი ნებისმიერი განცხადება ტერორისტის მფარველი გაერთიანების მხარდაჭერაა.

ქართული მართლმსაჯულება, პოლიტიკური ინტერესის სამიზნედ "ალდემ" აქცია - ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების იმ ალიანსმა, რომელიც ელისაშვილის დანაშაულს არ გაემიჯნა და დუმილით შეხვდა, თუმცა დუმილი მას შემდეგ დაარღვია, რაც "ლელოს" მაშველ რგოლად უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები დასჭირდა. ბრალდებები არგუმენტების გარეშე - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ურჩევს, კონსტიტუციურ სარჩელზე დაუსაბუთებელი განცხადებების ნაცვლად, სამართლებრივად და არგუმენტებით ისაუბრონ.

მაშინ როცა, ოპოზიციისთვის შიდა პოლიტიკური რესურსი საკმარისი არ არის, პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების მხარდაჭერას გარედან იღებენ. ასე მოხდა ახლაც. განცხადებით, რომელიც "ალდემ" "ლელოს" მხარდასაჭერად გაავრცელა, ალიანსი, კონსტიტუციურ სარჩელს გმობს.

"ალდეს" განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იქამდე სანამ ალიანსი ტერორისტის მოკავშირე "ლელოს" არ გაემიჯნება, საქართველოსთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი განცხადება, ტერორისტის მფარველი გაერთიანების მხარდაჭერას ნიშნავს.

"ალდეს" განცხადებით, კმაყოფილია ოპოზიცია. მათ შორის ამ ალიანსის წევრი "ლელო". თუმცა, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში წარსულის აღიარება არ სურთ. ვერ ხედავენ კავშირს ელისაშვილსა და "ალდეს" შორის, არადა 2024 წელს ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა და "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო, საერთო პროექტის ნაწილი გახდა. მეტიც, 2025 წლის დეკემბერშიც "ლელო" ადასტურებდა, რომ "მოქალაქეებთან" კოალიციურ პარტნიორობას აგრძელებდა.

მმართველ გუნდს, გარე აქტორებისგან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ უკვირს. საუბრობენ ორმაგ სტანდარტზეც, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციები საქართველოსთან მიმართებით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ.

"ალდეს" განცხადება, ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად ფასდება. მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებს, დემოკრატიის პრინციპების დაცვას ურჩევს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – „ალდე“ ვიდრე არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, მათი ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები