პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით "არაბიზაცია", ვნახოთ იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას - შალვა პაპუაშვილი

ლელო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელო“ ქსენოფობიურ კამპანიასა და სლოგან „არაბიზაციაში“ დაადანაშაულა. მან „ლიბერალების და დემოკრატების ევროპულ ალიანსს“ (ALDE) რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ორგანიზაციისთვის მეორე შანსი, გაემიჯნოს აღნიშნულ პარტიას.

ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით "არაბიზაცია", ვნახოთ იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას - შალვა პაპუაშვილი
რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "ლელოს" ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და "ლიბერალების და დემოკრატების ევროპულ ალიანსს" (ALDE) რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პაპუაშვილის თქმით, "ლელოს" ჩართვა კამპანიაში სლოგანით "არაბიზაცია" სიცრუესა და ქსენოფობიაზეა დაფუძნებული, რის გამოც ALDE-მ უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა შემწყნარებელი თავისი წევრი პარტიის ასეთი ქმედებების მიმართ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ ღირებულებებზე მოლაპარაკე გარკვეული ჯგუფები ადამიანურ ღირებულებებთანაც კი არ არიან ახლოს:

"მე სპეციალურად მაქვს ხოლმე რეაქცია ასეთ მომენტებზე, ვინ საჭიროა, რომ ეს მომენტები მოინიშნოს და ყველამ დავიმახსოვროთ, ვინაიდან ეს აჩვენებს, რომ ერთ რამეს, როცა გარკვეული ჯგუფები ჩვენ გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებებზე, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯგუფები ახლოსაც არ არიან გავლილი, არათუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებთანაც კი.

"ალდეზე" როდესაც ვსაუბრობთ, მათ წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია "ლელო", რომელიც ტერორისტის თანამებრძოლია. არ დაგმეს, არ გაემიჯნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი. დღეს ვნახეთ უკვე ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით - არაბიზაცია. რაც, თავისთავად, ერთი მხრივ, არის აბსოლუტური ტყუილი, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ მათ შორის ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ ახლა იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან. "ალდეს" ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ გახლავთ ლიბერალური პარტია, რომ ქსენოფობია და დაყოფა არის ის, რასაც ებრძვიან. ახლა აღმოჩნდა, არათუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. ასე რომ, დაველოდებით, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯრონ ამ პარტიას. თუ არ გაემიჯნებიან, ჩვენ უბრალოდ ვიცოდეთ, ეს ალიანსი, რომლის ლიდერები არიან მარტა კოსი, კაია კალასი, მათი პარტია და ალიანსი, შემწყნარებელია ქსენოფობიის მიმართ. დაველოდებით რამდენიმე დღე, მერე უკვე საზოგადოება აქედან საკუთარ დასკვნას გავმოვიტანთ. ყოველ ჯერზე, როცა "ალდეს' მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ, ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, გამიჯვნოდა "ლელოს" ტერორისტ თანაგუნდელს, ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას - შალვა პაპუაშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – „ალდეს“ წევრმა „ლელომ“ ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, ვნახოთ, თუ აღმოჩნდება „ალდე“ მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს
  6. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები