ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - ALDE ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდით არის - წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთელ მსოფლიოში ფასდება როგორც დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა და განზრახვა

ლელოქართული ოცნება

„ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ წამყვანი პარტიების აკრძალვა მსოფლიოში დიქტატურის ჩაცემენტებად ფასდება, და შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს ALDE-სთან დაკავშირებით დემაგოგიას უწოდებს.

გრიგოლ გეგელია - ALDE ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდით არის - წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთელ მსოფლიოში ფასდება როგორც დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა და განზრახვა
გრიგოლ გეგელია - ALDE ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდით არის - წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთელ მსოფლიოში ფასდება როგორც დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა და განზრახვაინტერპრესნიუსი

რა თქმა უნდა, ALDE ისევე როგორც ყველა სხვა ევროპული პოლიტიკური ოჯახი და სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობა, არის ქართული დემოკრატიის და ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის გვერდით. წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მიერ, მთელ მსოფლიოში ფასდება, როგორც ავტოკრატიის, მეტიც დიქტატურის ჩაცემენტების პირდაპირი დეკლარირებული მცდელობა და განზრახვა, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია პარტიების აკრძალვის სარჩელზე ALDE- ს კომუნიკაციების ასისტენტის, აოიფ დევერეს განცხადებას.

გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის მცდელობას ALDE აფასებს, როგორც „რუსულ სპეცოპერაციას ქართული დემოკრატიის და საქართველოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ“.

„მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მსოფლიოში, არავინ არ დარჩა ვინც სხვაგვარად დაინახავდა „ოცნების რეჟიმს“. ერთადერთი შესაძლო წაკითხვა და ინტერპრეტაცია ამ ამბისა არის ის, რომ რუსული რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას, მილიონ ქართველს ართმევს არამარტო ხმას, არამედ არჩევანის უფლებას და ამ ქვეყანაში ოფიციალურად აწესებს, რუსული ყაიდის ავტოკრატიულ წუმპეს.“- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ „ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ტერორისტის მოკავშირე არის ის რეჟიმი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ ჯგუფებთან, კერძოდ ჰეზბოლასთან და ჰამასთან ერთად ეწევა ხოლმე პოლიტიკურ ცხოვრებას.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი კადრი, არაერთი მომენტი, როდესაც ამ რეჟიმის პირველი პირები საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ჰეზბოლასთან და ჰამასთან იყვნენ საერთო ღონისძიებებზე, საერთო სივრცეებში და გვახსოვს, აშშ- ის და ევროპული კავშირის ღია მტრები იდგნენ მათ გვერდით ერთი და იგივე სივრცეში.

თუ ტერორიზმთან მოკავშირეობაზეა საუბარი, ამ რეჟიმს შეუძლია ჩაიხედოს სარკეში, ისე როგორც, როცა საბოტაჟზე საუბრობს, ჩაიხედოს სარკეში. როცა საუბრობს კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაზე, ჩაიხედოს სარკეში. რასაც ეს რეჟიმი დღეს აბრალებს ოპონენტებს, აბსოლუტურად ყველაფერი მათივე ხელით ხდება საქართველოს წინააღმდეგ. „ქართული ოცნება" დღეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას.

რაც შეეხება ALDE- ს კონკრეტულ შემთხვევას, ალეკო ელისაშვილი და მისი პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეები" არასდროს არც ერთი დღის განმავლობაში არ ყოფილან აფილირებული ALDE- თან, შესაბამისად გაუგებარია როგორ შეიძლება ALDE- ს ჰქონდეს რაიმე კონკრეტული დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით. ალეკო ელისაშვილი, არც ყოფილა, არც არის არც აპირებს იყოს არც „ლელოს“ წევრი, და არც ALDE-ს წევრი, ეს ძალიან კარგად იცის პაპუაშვილმა, ის აგრძელებს ჩვეულ დემაგოგიას, რომელსაც ის ეწევა ამ კონკრეტულ თემაზე მთელი ერთი წლის განმავლობაში.“- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მსოფლიოში, არავინ არ დარჩა ვინც სხვაგვარად დაინახავდა „ოცნების რეჟიმს“. ერთადერთი შესაძლო წაკითხვა და ინტერპრეტაცია ამ ამბისა არის ის, რომ რუსული რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას, მილიონ ქართველს ართმევს არამარტო ხმას, არამედ არჩევანის უფლებას და ამ ქვეყანაში ოფიციალურად აწესებს, რუსული ყაიდის ავტოკრატიულ წუმპეს.“
გრიგოლ გეგელია
„ვიდრე ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – „ალდე“ ვიდრე არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, მათი ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები