ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე დენის მანტუროვი ჩავიდა, სადაც ის მარიონეტი პრეზიდენტის მოვალეობის შემასრულებელ ბადრა გუნბას შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციები და რუსეთში აფხაზური ხილ-ბოსტნეულის მიწოდების გაზრდა განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში რუსეთმა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა გადასცა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდატაბულა

25 სექტემბერს აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტი ბადრა გუნბა სოხუმში რუსეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს, დენის მანტუროვს შეხვდა.

მანტუროვმა და გუბნამ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვა და საქმიანი კონტაქტების გაფართოება განიხილეს. მათ ასევე განიხილეს აფხაზური ხილ-ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე მიწოდების გაზრდის საკითხი.

მანტუროვის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა.

მანტუროვის ვიზიტის ფარგლებში რუსეთმა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს 30 სამოქალაქო დანიშნულების მძიმე ტექნიკა გადასცა, მათ შორისაა სკოლის ავტობუსები, სასწრაფო დახმერების მანქანები და ა.შ.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.