პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოხუმი: რუსეთი 2026 წელს 7,5 მილიარდი რუბლით [91 მილიონი აშშ დოლარი] დაგვეხმარა

ვლადიმირ დელბას განცხადებით, რუსეთმა აფხაზეთს 7,5 მილიარდი რუბლის ფინანსური დახმარება გაუწია, ხოლო ბიუჯეტის შემოსავლები 1,9 მილიარდით გაიზარდა.

სოხუმი: რუსეთი 2026 წელს 7,5 მილიარდი რუბლით [91 მილიონი აშშ დოლარი] დაგვეხმარა
ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ დელბას განცხადებით, 2026 წელს რუსეთმა აფხაზეთს 7,5 მილიარდი რუბლის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც დაახლოებით 91 მილიონი აშშ დოლარია.

ამის შესახებ დელბამ „აფხაზურ ტელევიზიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლები 1,9 მილიარდი რუბლით გაიზარდა.

დელბას განცხადებით, მიუხედავად რთული წლისა, რომელიც საწვავის კრიზისითა და სტიქიური უბედურებებით იყო გამოწვეული, დე ფაქტო ხელისუფლებამ სოციალური ვალდებულებების შესრულება შეძლო.

ამასთან, დელბამ პრობლემად ექსპორტის შემცირება დაასახელა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექსპორტი 400 მილიონი რუბლით შემცირდა.

მისივე თქმით, 10 თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 46 მილიარდიდან 53 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა, თუმცა ზრდა ძირითადად იმპორტზე მოდის. იმპორტი დაახლოებით 5 მილიარდი რუბლით გაიზარდა, მაშინ როცა ექსპორტი შემცირდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები