ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მადრიდში სეუტას მხარდასაჭერად და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მადრიდში სეუტას მხარდასაჭერად და ვადამდელი არჩევნების მოსათხოვნად საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა გააკრიტიკეს ხელისუფლების ქმედებები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით. აქციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მადრიდში სეუტას მხარდასაჭერად და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მადრიდში სეუტას მხარდასაჭერად და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართაინტერპრესნიუსი

მადრიდში სეუტას მხარდასაჭერად და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, - ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ესპანეთის დედაქალაქში გამართულ „ღირსების მარშში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.

მადრიდის ცენტრში შეკრებილმა ადამიანებმა სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ესპანეთის ხელისუფლების მოქმედება გააკრიტიკეს და ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა მოითხოვეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ოპოზიციური მემარჯვენე „ესპანეთის სახალხო პარტიისა“ და Vox-ის ლიდერებმაც მიიღეს.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, მაროკოდან სეუტას ანკლავში 70000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა. სეუტას ხელმძღვანელობის ცნობით, ანკლავის ტერიტორიაზე 10000-მდე მიგრანტი რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.