ესპანეთში დემონსტრანტები საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ
სეუტაში მოქალაქეები საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ და ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე მიგრანტთა კარვების განთავსებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ცენტრალური მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ოფიციალური მონაცემებით, სეუტაში 10 ათასამდე მიგრანტი რჩება, ხოლო უფლებადამცველების ცნობით, ათასობით ადამიანს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ უწევს.

საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ მოქალაქეები სეუტაში. ესპანურ ექსკლავში დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე მიგრანტთა კარვების განთავსებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ცენტრალური მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
ოფიციალური მონაცემებით, სეუტაში ამ დრომდე 10 ათასამდე მიგრანტი რჩება. სამართალდამცველებმა პორტის ტერიტორიაზე 1 700 ადამიანზე გათვლილი დროებითი თავშესაფარი მოაწყვეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, სივრცე არასაკმარისია და 4 000-მდე მიგრანტს ღამის გათევა კვლავ ღია ცის ქვეშ უწევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…