პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მშენებლობის ნებართვა გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა" - პროტესტი წყნეთის ქუჩაზე

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ადგილობრივი მოსახლეობა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი მტკიცებით, ნებართვა გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განახლდა და მშენებლობა საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს, ამიტომ ისინი მერიიდან ნებართვის სრულად გაუქმებას ითხოვენ.

"მშენებლობის ნებართვა გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა" - პროტესტი წყნეთის ქუჩაზე
TV პირველი

პროტესტია ამ წუთებში თბილისში წყნეთის ქუჩაზე - ადგილობრივი მოსახლეობა 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

მოქალაქეების თქმით, 9 წლის წინ შეჩერებული მშენებლობის ნებართვა ხელახლა გაიცა და ხალხის მტკიცებით, გაიცა ყალბი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ხელახლა იქნა გაცემული.

"ადგილზე აქ კვლევა არ ჩატარებულა" - ამბობენ ადგილობრივები და აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს შეუქმნით მაცხოვრებლებს.

"გავასაჩივრეთ მერიაში. მერია პასუხის აჭიანურებს. ვითხოვთ მშენებლობის არა შეჩერებას, არამედ გაუქმებას" - ამბობენ ადგილობრივები.

მრავალსართულია შენობაზე საუბარი იყო თავიდანვე 9 წლის წინ, როცა ჩვენ დავა დავიწყეთ და რომელიც სასამართლოში სამ ინსტანციაში გვაქვს მოგებული ეს საქმე. უბრალოდ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იყო შეჩერება და არა მშენებლობის გაუქმება, რამაც საბაბი მისცა მათ, რომ ეს შეჩერებული მშენებლობის ნებართვა განეახლებინათ და შემოაბრუნეს თავიდან უკვე 9 წლის შემდეგ ისევ გამოიცა ისევ გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ კაბინეტურად არის მომზადებული და ადგილზე აქ კვლევა არ ჩატარებულა.

გავასაჩივრეთ მერიაში. მერია პასუხის აჭიანურებს. ვითხოვთ არა შეჩერებას, არამედ გაუქმებას. ასევე ვითხოვთ მეორეხარისხოვნად, რომ აღუდგეს რეკრეაციული ფუნქცია", - ამბობს ადგილობრივი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადგილზე აქ კვლევა არ ჩატარებულა“
„გავასაჩივრეთ მერიაში. მერია პასუხის აჭიანურებს. ვითხოვთ მშენებლობის არა შეჩერებას, არამედ გაუქმებას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები