პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

თბილისის მერია

თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ და მერიისგან გზის მოწესრიგებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს, თუმცა ინფრასტრუქტურაზე არ ზრუნავს, რის გამოც გადაადგილება ჭირს.

თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს და მუნიციპალიტეტისგან გზის კეთილმოწყობას მოითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაქალაქის მერია ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების ნებართვებს გასცემს, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე არ ზრუნავს. მათი თქმით, წვიმიან ამინდში ტალახში უწევთ გადაადგილება, მშრალ ამინდში კი ქუჩა მტვრით იფარება.

ადგილობრივები პრობლემის დროულ მოგვარებასა და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

უგზოობა, ტალახი საშინელი წვიმის დროს, ორმოები, ჭის თავები, რომლითაც მანქანებს ვაზიანებთ, ქვეითები ვერ გადაადგილდებიან, იმიტომ, რომ არის საშინელი ტალახი. მახსოვს, ერთი თვის წინ იყვნენ მეზობლები შეხვედრაზე და პასუხი იყო ძალიან არადამაკმაყოფიელებელი. თქვეს, რომ მშენებლობები მიდის და გზას ვერ გავაკეთებთ, - ამბობს ადგილობრივი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"მშენებლობის ნებართვა გაყალბებული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა" - პროტესტი წყნეთის ქუჩაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები