პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გადათხრილი გზები და მიტოვებული სამუშაოები - ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

გურიაში მოსახლეობა და ოპოზიცია გზების მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი ხელისუფლებას უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

გადათხრილი გზები და მიტოვებული სამუშაოები - ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში
TV პირველი

გურიაში ადგილობრივები გზების მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ორ წელზე მეტია, სახელმწიფო მნიშვნელობის გზები ავარიულია, დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეჩერებული. პრობლემური გზა რეგიონში ოცამდე სოფელს აკავშირებს.

ადგილზე მიტოვებულია სამშენებლო ტექნიკაც. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ გზების მოწესრიგება არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ოპოზიციის განცხადებით, უკვე დაგებული გზის ნაწილიც უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი "ოცნების" უყურადღებობაზე საუბრობს და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.

გზაზე, რომელიც სასწრაფოსთვისაც კი გაუვალია და ადამიანები წვალობენ წლებია, თუმცა არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არანაირის ყურადღება არ არის, ის მაინც რომ უთხრან ადამიანებს, როდის ექნებათ გზა. კორუფცია არსად წასულა, რაზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უყვებიან ყოველდღე ტელეეთერებიდან, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, სიმბოლო “ქართული ოცნების” აბსურდული და კორუმპირებული მმართველობისა” – ლევან ცუცქირიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები