“იქნებ დააკონკრეტოთ, ქვეყნის მომავალზე ფიქრი და აზრის გამოთქმის უფლება ვის აქვს, რომ არ უთხრათ, შენს საქმეს მიხედეო?” – მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ექიმებმა მხოლოდ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას უნდა მიხედონ და პოლიტიკაზე ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აზრი არ გამოთქვან. იგი სვამს კითხვას, თუ ვის აქვს ქვეყნის მომავალზე ფიქრის უფლება და რატომ ითვლება სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ტაბუდ.

ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის ან დაუკომენტარებიათ ფეისბუქ პოსტზე, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აზრი გამომითქვამს – ყველამ თავისი საქმე აკეთოს, გირჩევნია პაციენტებს მიხედეო.
ანუ ექიმმა პაციენტი მიღოს, ფეხბურთელმა ფეხბურთი ითამაშოს, მალიარმა ღებოს, დამლაგებელმა ალაგოს, კულტურას და ხელოვნებას პოლიტიკაში ნუ ავურევთ, სკოლა და
ბაღი პოლიტიკის ადგილი არ არის…
მოკლედ, იქნებ დააკონკრეტოთ, ქვეყნის მომავალზე ფიქრი და აზრის გამოთქმის უფლება ვის აქვს, რომ არ უთხრათ, შენს საქმეს მიხედეო?
ყველას რაღაც პროფესია გვაქვს. ფეხბურთელობა თუ ექიმობა ინდულგენცია რატომაა, რომ ბურთზე ან ფონენდოსკოპზე დაიკიდო შენს ქვეყანაში რა ხდება.
ვის უტოვებთ პროტესტის უფლებას? რა ვიცი, მიუსაფარ ძაღლებს არ აქვთ პროფესია და აპროტესტონ მაშინ მაგათ და ჩვენ დავბრმავდებით, დავყრუვდებით და არ შევიმჩნევთ არაფერს, რადგან ყველას რაღაც პროფესია გვაქვს.
რა არის ეს პოლიტიკა, ასეთი ტაბუ რომ ადევს? სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც პოლიტიკაა კაცო?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.