მაია ბუწაშვილი - როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბაგა-ბაღებში მომხდარი ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები კი მოსახლეობასა და ჯანდაცვის მუშაკებს მუდმივად განახლებად ინფორმაციას არ აწვდიან. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, მაშინ როდესაც საზოგადოებასა და ექიმებს მრავალი კითხვა აქვთ.

როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს - მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევების შედეგები და წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მინიმუმ რა გამოირიცხა , - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
როგორც ბუწაშვილი წერს, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე „ჩამიჩუმი“ არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.
“როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა (outbreak) და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს.
ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე ჩამიჩუმი არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.
შედარებისთვის, აშშ და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტებზე (cdc; ecdc), როდესაც მიმდინარე ეპიდაფეთქებაა, მთავარ გვერდზე დევს ხოლმე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ დროისთვის პაციენტების რაოდენობის, ჩატარებული ეპიდ- და ლაბორატორიული კვლევების წინასწარი თუ საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე გაფრთხილება/რეკომენდაციები.
პაციენტების, ასევე, უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს. მაგალითად, აქვთ თუ არა რისკი სხვა ბავშვებს, ან პაციენტების ოჯახის წევრებს.
ჩვენ, ექიმები, ამ კითხვებზე ვერ ვპასუხობთ, რადგან შესაბამისი დაწესებულებებისგან კომუნიკაცია არ არსებობს. შეიძლება ყველა ინფექციაზე თუ ტოქსინზე ჯერ არა, მაგრამ მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევების შედეგები და წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მინიმუმ რა გამოირიცხა, ამაზე მაინც უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია. თუნდაც იმას რომ თავი დავანებოთ, ვის რა ბრალეულობა აქვს, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება”,-წერს ბუწაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.