ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,, პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობასა და ექიმებს სათანადო და განახლებულ ინფორმაციას არ აწვდიან. მისი თქმით, პაციენტებსა და მშობლებს უამრავი კითხვა აქვთ, რომლებზეც პასუხები კომუნიკაციის არარსებობის გამო არ არსებობს.

,, პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს” – მაია ბუწაშვილი
,, პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს” – მაია ბუწაშვილიალია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

,,როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა (outbreak) და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე ჩამუჩუმი არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.

შედარებისთვის, აშშ და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტებზე (cdc; ecdc), როდესაც მიმდინარე ეპიდაფეთქებაა, მთავარ გვერდზე დევს ხოლმე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ დროისთვის პაციენტების რაოდენობის, ჩატარებული ეპიდ- და ლაბორატორიული კვლევების წინასწარი თუ საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე გაფრთხილება/რეკომენდაციები.

პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს. მაგალითად, აქვთ თუ არა რისკი სხვა ბავშვებს, ან პაციენტების ოჯახის წევრებს.

ჩვენ, ექიმები, ამ კითხვებზე ვერ ვპასუხობთ, რადგან შესაბამისი დაწესებულებებისგან კომუნიკაცია არ არსებობს. შეიძლება ყველა ინფექციაზე თუ ტოქსინზე ჯერ არა, მაგრამ მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევების შედეგები და წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მინიმუმ რა გამოირიცხა, ამაზე მაინც უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია. თუნდაც იმას რომ თავი დავანებოთ, ვის რა ბრალეულობა აქვს, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.