ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკებიო” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი უარყოფს ბრალდებას, თითქოს კლინიკები ვაქცინაციით ფულს აკეთებენ და აცხადებს, რომ აცრების ჩატარება კლინიკებისთვის შემოსავლის ნაცვლად ზედმეტი ხარჯია.

,,არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკებიო” – მაია ბუწაშვილი
,,არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკებიო” – მაია ბუწაშვილიალია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

,,არაერთხელ უთქვამთ, რომ ვაქცინებით ფულს აკეთებენ კლინიკები და ამიტომ ქადაგებენ ექიმები ვაქცინაციის საჭიროებაზე და აუცილებლობაზე.

ახლა განვიხილავ ამ საკითხს ჩვენი კლინიკის მაგალითზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვინც ამას ფიქრობს, ცოტა დაფიქრდეს და გაიაზროს – ვაქცინაციისკენ მოწოდების მიზეზი სინამდვილეში მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

მაგალითად, B ჰეპატიტის და

პაპილომავირუსის ვაქცინას გვაძლევს სახელმწიფო, ხოლო აცრასთან დაკავშირებული რეგისტრაციის, ინექციის და სახარჯი მასალების ხარჯი უნდა გაიღოს კლინიკამ. ანუ ვაქცინაცია ზედმეტი ხარჯია კლინიკისთვის და არა შემოსავალი.

რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, გვაძლევს სახელმწიფო და სხვა დანარჩენი ხარჯებისთვის გვიხდის 1 ლარს!

ამოცანა ანტივაქსერებისთვის გვეკითხება: როდესაც ადამიანებს მოვუწოდებთ აიცრან, გარდა იმისა, რომ მათ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მათთვის კარგი გვინდა, რა ინტერესი უნდა გაგვაჩნდეს?“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები