ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ვისაც სახლები დაემარხა იმ ხალხს 30 000 ლარს აძლევენ და დიტო სამხარაძის მამას ერთ საათიან კონცერტში 20 000 მისცეს” – სალომე სიმონია

ქართული ოცნება

სამოქალაქო აქტივისტმა სალომე სიმონიამ გააკრიტიკა ხარაგაულში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის გამოყოფილი მწირი კომპენსაციის ფონზე, ვიტალი სამხარაძის კონცერტში დიდი ოდენობით თანხა გადაიხადეს.

“ვისაც სახლები დაემარხა იმ ხალხს 30 000 ლარს აძლევენ და დიტო სამხარაძის მამას ერთ საათიან კონცერტში 20 000 მისცეს” – სალომე სიმონია
“ვისაც სახლები დაემარხა იმ ხალხს 30 000 ლარს აძლევენ და დიტო სამხარაძის მამას ერთ საათიან კონცერტში 20 000 მისცეს” – სალომე სიმონიაალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია;

ხარაგაული აყვავდაო – დღეს მისმა მერმა განაცხადა, რომ ვიტალი სამხარაძისთვის გადახდილი 20 000 ლარი როგორმე გაემართლებინა.

ამ დროს, როგორ გამოიყურება აყვავებული ხარაგაული ოფიციალური მონაცემების მიხედვით:

● ბოლო 10 წელში, ხარაგაულში მოსახლეობა შემცირდა.

● 10 სოფელი ნასოფლარად იქცა და 15 სოფელი ისეთია, სადაც თითო-ოროლა ადამიანია შემორჩენილი.

● ბოლო 10 წელში, ხარაგაულში შობადობა 53%-ით შემცირდა.

● ხოლო, გარდაცვალება შობადობას ზუსტად ორჯერ აღემატება.

● დარჩენილი მაცხოვრებლების 35% შემწეობას იღებს.

ხარაგაულის მერს, კ. ლურსმანაშვილს ოცნებისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული. რაიონის დელეგატი არის მილიონერი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე

ოფიციალური მონაცემების გარდა, ხარაგაულის სოფლები “ოცნების” დაუდევრობისა და კორუფციის გამო მიწამ ჩაყლაპა და დამარხა.

ხალხი სახლებისა და ოჯახის წევრების საფლავების გარეშე დარჩა. დღემდე ქირით, გაურკვევლობაში ცხოვრობენ.

ვისაც სახლები დაემარხა იმ ხალხს 30 000 ლარს აძლევენ. ისიც არ მიუციათ ჯერ და დიტო სამხარაძის მამას ერთ საათიან კონცერტში 20 000 მისცეს.

ქუთაისის კონცერტში – 58 500 ლარი

წყალტუბოს კონცერტში – 55 000 ლარი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.