ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შოთა თხელიძე აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე: „ტრამპმა იმდენად ღრმად შეტოპა შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური

რესპუბლიკური პარტია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიისთვის სავარაუდოა ქვედა პალატის დათმობა, ხოლო სენატის მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მისი თქმით, დაპირებების შეუსრულებლობამ და საგარეო კონფლიქტებმა ამერიკულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია.

შოთა თხელიძე აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე: „ტრამპმა იმდენად ღრმად შეტოპა შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური
შოთა თხელიძე აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე: „ტრამპმა იმდენად ღრმად შეტოპა შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკურიPOSTV

„ტრამპმა იმდენად ღრმად შეტოპა შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებით, რომ ძალიან რთული იქნება კონგრესის არჩევნებამდე არსებული პრობლემების გამოსწორება“, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შოთა თხელიძემ აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია. თვითონ „მაგას“ მოძრაობის წევრი ადამიანებიც იმედგაცრუებულები არიან და ტრამპის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმ მთავარი დაპირების არშესრულებით, რაც ჰქონდა ტრამპს და რაშიც გამოიხატებოდა მისი მიმზიდველობა – ეს იყო შეერთებული შტატების მიერ საგარეო ინტერვენციებზე უარის თქმა. სანაცვლოდ კი ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისტემური კონფლიქტი ტრამპისგან – ვგულისხმობ ირანთან დაპირისპირებას, რაც თავის მხრივ იწვევს ენერგობაზრებზე ფასების ზრდას. ბოლო მონაცემები დაახლოებით ასეთია: თითქმის 50% ნავთობისა სპარსეთის ყურიდან უკვე აღარ გამოდის და ასევე კარდინალურად არის შემცირებული მთავარი ნავთობექსპორტიორი ქვეყნის – საუდის არაბეთის საექსპორტო რესურსი.

ეს საკითხი, რა თქმა უნდა, პირველი საკითხია არჩევნების წინ ამერიკულ საზოგადოებაში და მოსახლეობის დიდი წილი სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას – თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეერთებული შტატები ომებში გაიჭედა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სკეპტიკური სურათი აქვს რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებას.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ქვედა პალატას დათმობს რესპუბლიკური პარტია, ისედაც არ იყვნენ დიდი მარჟით უმრავლესობაში. მაგრამ აქ მთავარი საკითხი სენატის მომავალია: გარკვეული წინასწარი გამოკითხვებით, დაახლოებით 51/49-ზე ელიან დემოკრატების უპირატესობას. შეიძლება საერთოდ 50/50-ზეც იყოს – ამ შემთხვევაში, პარიტეტის დროს, ვიცე-პრეზიდენტის გადამწყვეტი ხმა ემატება რესპუბლიკურ პარტიას, ამიტომ ამ კუთხით შეიძლება შეინარჩუნონ უმრავლესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ტრამპის წინააღმდეგ, რაც მას ხელ-ფეხს შეუკრავს საგარეო ასპარეზზე თავისუფალი მოქმედების, ომების დაწყებისა და უხეში პოლიტიკის წარმოების კუთხით“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტრამპმა იმდენად ღრმად შეტოპა შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებით, რომ ძალიან რთული იქნება კონგრესის არჩევნებამდე არსებული პრობლემების გამოსწორება“
შოთა თხელიძე
„უკვე საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია. თვითონ „მაგას“ მოძრაობის წევრი ადამიანებიც იმედგაცრუებულები არიან და ტრამპის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმ მთავარი დაპირების არშესრულებით, რაც ჰქონდა ტრამპს და რაშიც გამოიხატებოდა მისი მიმზიდველობა – ეს იყო შეერთებული შტატების მიერ საგარეო ინტერვენციებზე უარის თქმა. სანაცვლოდ კი ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისტემური კონფლიქტი ტრამპისგან – ვგულისხმობ ირანთან დაპირისპირებას, რაც თავის მხრივ იწვევს ენერგობაზრებზე ფასების ზრდას. ბოლო მონაცემები დაახლოებით ასეთია: თითქმის 50% ნავთობისა სპარსეთის ყურიდან უკვე აღარ გამოდის და ასევე კარდინალურად არის შემცირებული მთავარი ნავთობექსპორტიორი ქვეყნის – საუდის არაბეთის საექსპორტო რესურსი. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, პირველი საკითხია არჩევნების წინ ამერიკულ საზოგადოებაში და მოსახლეობის დიდი წილი სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას – თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეერთებული შტატები ომებში გაიჭედა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სკეპტიკური სურათი აქვს რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებას. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ქვედა პალატას დათმობს რესპუბლიკური პარტია, ისედაც არ იყვნენ დიდი მარჟით უმრავლესობაში. მაგრამ აქ მთავარი საკითხი სენატის მომავალია: გარკვეული წინასწარი გამოკითხვებით, დაახლოებით 51/49-ზე ელიან დემოკრატების უპირატესობას. შეიძლება საერთოდ 50/50-ზეც იყოს – ამ შემთხვევაში, პარიტეტის დროს, ვიცე-პრეზიდენტის გადამწყვეტი ხმა ემატება რესპუბლიკურ პარტიას, ამიტომ ამ კუთხით შეიძლება შეინარჩუნონ უმრავლესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ტრამპის წინააღმდეგ, რაც მას ხელ-ფეხს შეუკრავს საგარეო ასპარეზზე თავისუფალი მოქმედების, ომების დაწყებისა და უხეში პოლიტიკის წარმოების კუთხით“
შოთა თხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.