პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,აშშ და მსოფლიო წყალგამყოფი არჩევნების ზღურბლზე… რა შეიძლება იყოს გამოსავალი?” – კახა გოგოლაშვილი

მძიმე კრიზისის შემთხვევაში გამოსავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეიძლება გახდეს, აცხადებს მკვლევარი კახა გოგოლაშვილი აშშ-ის არჩევნების ანალიზისას. მისი თქმით, კონგრესის ორივე პალატის დაკარგვისას ტრამპს ინიციატივები გადაეკეტება და მწვავე ინსტიტუციური დაპირისპირება დაიწყება.

,,აშშ და მსოფლიო წყალგამყოფი არჩევნების ზღურბლზე… რა შეიძლება იყოს გამოსავალი?” – კახა გოგოლაშვილი
ალია

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი:

,,აშშ და მსოფლიო წყალგამყოფი არჩევნების ზღურბლზე

ხვალ აშშ-ში შუალედური არჩევნებია. სრულად გადაირჩევა კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი. სენატში კი არჩევნები 35 ადგილისთვის გაიმართება (დაახლოებით ერთი მესამედი).

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი დემოკრატებს აქვთ. ეროვნულ გამოკითხვებში ისინი რესპუბლიკელებს დაახლოებით 8-9 პროცენტული პუნქტით უსწრებენ.

სენატში ვითარება უფრო რთულია. ამჟამად რესპუბლიკელებს 53 ადგილი აქვთ, დემოკრატებს – 45, ხოლო ორი დამოუკიდებელი სენატორი დემოკრატებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, დემოკრატებს პრაქტიკულად 47 ხმა აქვთ და უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებს სულ მცირე ოთხი ადგილი უნდა წაართვან, თანაც საკუთარი ადგილები შეინარჩუნონ.

ამჟამინდელი წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატები შვიდ რესპუბლიკურ შტატში ლიდერობენ, თუმცა ზოგიერთ მათგანში უპირატესობა საკმაოდ მცირეა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წარსულში სენატის არჩევნების წინასაარჩევნო გამოკითხვების საშუალო აბსოლუტური ცდომილება ხშირად 3-5 პროცენტულ პუნქტს აღწევდა და ბოლო ათწლეულში ცდომილება არაერთხელ რესპუბლიკელების სასარგებლოდ გამოვლინდა, დემოკრატების გამარჯვება სენატში გარანტირებული არ არის.

რა მოხდება, თუ ტრამპი მხოლოდ წარმომადგენელთა პალატას დაკარგავს?

მას მნიშვნელოვნად შეეზღუდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისა და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების გატარების შესაძლებლობა. დემოკრატები შეძლებენ საპარლამენტო გამოძიებების დაწყებას, ადმინისტრაციის საქმიანობის უფრო მკაცრ კონტროლს და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, იმპიჩმენტის ინიცირებასაც.

თუმცა ტრამპს კვლავ ექნება შესაძლებლობა, რესპუბლიკური სენატის თანხმობით დანიშნოს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და ფედერალური მოსამართლეები. მას ასევე შეეძლება აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემა, რისთვისაც, როგორც წესი, სენატის თანხმობა არ სჭირდება, და კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადება.

რა მოხდება, თუ რესპუბლიკელები ორივე პალატაში დაკარგავენ უმრავლესობას?

ამ შემთხვევაში ტრამპს პრაქტიკულად გადაეკეტება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გატარების გზა. მნიშვნელოვნად შეეზღუდება ახალი დაფინანსების მიღებისა და სენატის თანხმობას დაქვემდებარებული საკადრო დანიშვნების შესაძლებლობაც.

თუმცა მას კვლავ დარჩება საგარეო ურთიერთობების წარმართვის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის, კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადებისა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის შესაძლებლობა.

ასეთ პირობებში პრეზიდენტსა და კონგრესს შორის შესაძლოა მწვავე ინსტიტუციური დაპირისპირება განვითარდეს. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს აშშ-ის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, შეამციროს მისი საერთაშორისო პოლიტიკის პროგნოზირებადობა და უარყოფითად იმოქმედოს გლობალურ სტაბილურობაზე.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

განსაკუთრებით მძიმე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაში ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით გადაყენება გახდეს. ამისთვის აუცილებელია წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადება, ხოლო შემდეგ სენატში დამსწრე წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა.

თუ დემოკრატები სენატში 51 ადგილს მოიპოვებენ, პრეზიდენტის გასამტყუნებლად, ყველა სენატორის მონაწილეობის შემთხვევაში, მათ სულ მცირე 16 რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

მოიძებნება თუ არა ამდენი რესპუბლიკელი, რომელიც საკუთარი პარტიის პრეზიდენტის გადაყენებას დაუჭერს მხარს?

ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ არჩევნების შედეგებზე, არამედ იმაზეც, რამდენად მძიმე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ კრიზისში შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკა.

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი მარტო ამერიკას არ ეხება და, რომ ის, მნიშნელივანწილად, მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რას უნდა ველოდოთ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები