ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ვინც კობახიძის გაეროში გამოსვლის ტექსტი წაიკითხა მიხვდებოდა, რომ ის მთლიანად იყო შექმნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის” – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე აფასებს ირაკლი კობახიძის გამოსვლას გაეროში და აცხადებს, რომ ის მხოლოდ საერთაშორისო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ გამოხატავს რეალურ განწყობას, ხოლო ქვეყნის პოლიტიკა არ შემოტრიალებულა.

“ვინც კობახიძის გაეროში გამოსვლის ტექსტი წაიკითხა მიხვდებოდა, რომ ის მთლიანად იყო შექმნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის” – მამუკა გამყრელიძე
“ვინც კობახიძის გაეროში გამოსვლის ტექსტი წაიკითხა მიხვდებოდა, რომ ის მთლიანად იყო შექმნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის” – მამუკა გამყრელიძეალია

დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:

ვინც კობახიძის გაეროში გამოსვლის ტექსტი წაიკითხა მიხვდებოდა, რომ ის მთლიანად იყო შექმნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის. რუსეთი ოკუპანტია. აფხაზები და ოსები – ძმები. მოდი ერთად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ რუსების გარეშე. მოკლედ ბლა ბლა ბლა განკუთვნილი მხოლოდ გაეროში წასაკითხად, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ფასი აქვს და არც კობახიძის რეალურ განწყობას გამოხატავს. უბრალოდ, ასეა საჭირო პოლიტესისთვის.

ამას იმიტომ ვწერ, რომ მავანთ არ გაუჩნდეთ შეგრძნება თითქოს ქვეყნის პოლიტიკა შემოტრიალდა. არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ.

ორი წუთიც არ იყო გასული ამ გამოსვლებიდან, რომ კობახიძემ ევროკავშირიც მიალანძღა და ოპოზიციასაც სექტანტები უწოდა. ასე რომ, გიხაროდენ !

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.