პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი ახსენა

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასობით ათასი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია. მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის, მშვიდობიანი პოლიტიკისა და საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის მნიშვნელობას.

კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი ახსენა
TV პირველი

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას რუსეთი ოკუპაციის კონტექსტში ახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასობით ათასი მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მისი თქმით, მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს და სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცების და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით.

დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი.

საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს.

პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე.

საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე.

გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.

საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს, - განცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
  4. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, საუკუნეების განმავლობაში ერთი სამშობლო გვქონდა, საერთო ისტორია გვაკავშირებდა, გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას წაშლის, ვერც ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა
  7. BM.GEოპოზიციურისაქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის - ირაკლი კობახიძე
  8. იმედინიუსისამთავრობოგაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
  9. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი: „გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება
  10. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები