ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლებისა და კოტეჯების აშენებას დაჰპირდნენ, თუმცა მოტყუებით 365 273 ლარი მიითვისეს.

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს
პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისესბათუმელები

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურისვე ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მეორე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.