პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებისტვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად მოქალაქეებს კოტეჯებისა და სახლების აშენებას დაჰპირდა, რა დროსაც დაზარალებულებს მოტყუებით 365 273 ლარი გამოსძალეს.

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.
მათივე ცნობით, ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს.
„თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მეორე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულამოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა - თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
- ალიადააკავეს პირი, რომელმაც სახლების და კოტეჯების მშენებლობისთვის მოქალაქეებს მოტყუებით 365 273 ლარი გამოსძალა
- ბათუმელებიპროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…