პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს პირი, რომელმაც სახლების და კოტეჯების მშენებლობისთვის მოქალაქეებს მოტყუებით 365 273 ლარი გამოსძალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდნენ, რა გზითაც მოტყუებით 365 273 ლარს დაეუფლნენ.

დააკავეს პირი, რომელმაც სახლების და კოტეჯების მშენებლობისთვის მოქალაქეებს მოტყუებით 365 273 ლარი გამოსძალა
ალია

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდნენ.

ამ გზით ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365 273 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ტაბულაოპოზიციურიმოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა - თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. ბათუმელებიოპოზიციურიპროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
13 500 დოლარს თაღლითურად დაეუფლა – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები