ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას დაბადების დღე მიულოცა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხები.

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა
ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცაიმედინიუსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევმა კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები მის საქმიანობაში. მან აგრეთვე ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა, იუწყება მედია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალიევს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები