არჩილ გორდულაძე - არაკონსტიტუციური პარტიებისთვის პარალელური სამყარო და ცხოვრება არსებობს - იმედია, „ლელო“ არ იტყვის, რომ მამუკა ხაზარაძე მათი თავმჯდომარე არ იყო ან აღარ არის
არჩილ გორდულაძე ოპოზიციას ტყუილებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათთვის „პარალელური სამყარო არსებობს“. მისი თქმით, „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ცესკოს საქმიანობასა და სანქციებზე ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს.

არაკონსტიტუციური პარტიებისთვის არსებობს პარალელური სამყარო, სადაც სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მედიასთან “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მსგავს „ტყუილებს კადრულობენ“, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შეფასება.
„როგორც აღმოჩნდა არაკონსტიტუციური პარტიებისთვის არსებობს პარალელური სამყარო და პარალელური ცხოვრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია, მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოდგენილი ქარტიები და ერთობები არის ლეგიტიმური.
თუ მაგალითად „ლელოს“ და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილებას ეხება საკითხი, ეს ლეგიტიმურია, ხოლო ქართველ ხალხს საერთოდ ვინ ეკითხება, რა კონსტიტუცია, რა ქართველი ხალხის არჩევანი - ასეთი წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვთ კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის მიმართ არაკონსტიტუციურ პარტიებს, რასაც ამტკიცებენ კიდეც", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, პარტიები თავის დაცვას მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით ცდილობენ.
„ლელოს წარმომადგენელი, რომელიც წარსულში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, დღეს ამტკიცებდა, რომ პარტიების წარმომადგენლებზე დამკვირვებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთ მოვალეობები შეესრულებინათ იმიტომ, რომ თურმე, რეგისტრატორთა მაგიდები ძალიან ახლოს იყო კედელთან, რას ამტკიცებდა, რომ სამაგიდო სიების და ვერიფიკაციის აპარატების გადაღება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო ? ახლაც არის სამართალდარღვევა. მას წარმოუდგენია, რომ სამართალდარღვევის არჩადენა და პირიქით, ამისი აკრძალვა ხელს უშლის სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელებას. ორი ვარიანტია ან ამ ბატონმა არ იცის რა არის საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო კანონმდებლობა, შესაბამისად, გამოდის, რომ „ლელოს“ არაკომპეტენტური წარმომადგენელი ჰყავდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ან იცის და უტიფრად იტყუება. ახლა თვითონ გადაწყვიტონ „ლელოს“ წარმომადგენლებმა, მათი წარმომადგენელი იყო არაკომპეტენტური, თუ უტიფარი მატყუარა.
ამავდროულად, დღეს ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ სანქციებთან დაკავშირებით და ბოლოს როგორც იქნა ჩამოყალიბდნენ, რომ თითქოს „ლელოს“ არასდროს არ მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მაშინ როდესაც 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მამუკა ხაზარაძემ წარადგინა საქართველოს დაცვის აქტი, სადაც პირდაპირ არის მითითებულ, რომ რუსული ბიზნესი არ უნდა შემოდიოდეს საქართველოში, სანებართვო მოსაკრებელი უნდა დავაწესოთ, ფონდები არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში და უნდა შეეძლოთ საქმიანობის განხორციელება, რა არის ეს თუ არა ორმხრივი სანქციების დაწესება, იმედია არ იტყვიან, რომ მამუკა ხაზარაძე მათ თავმჯდომარე არ იყო ან ახლა აღარ არის.
ახლა გამოდიან და ურცხვად ამბობდნენ, რომ თითქოს მათ სანქციების დაწესება არასდროს არ მოუთხოვიათ, როდესაც ხარ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა რა საარჩევნო სიმბოლიკა გაქვს წარმოდგენილი, ერთადერთ თავდაცვის საშუალებად ტყუილის თქმა რჩება და ამას ამბობენ კიდეც“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, გიორგი სიორიძე, რომელიც იყო ცესკო-ს წევრი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, „ამბობს, რომ იყო არალეგიტიმური ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.“
„არალეგიტიმური თავმჯდომარის მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური მოადგილე თვითონ გახლდათ და ამ არალეგიტიმურმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არალეგიტიმური არჩევნები, რომ ჩაატარა, მხოლოდ და მხოლოდ მისი შესვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყო ლეგიტიმური და „ლელოს“ მიერ დაფინანსების მიღებაც იყო ლეგიტიმური.
ამ ორ ნონსენსს ამტკიცებდა დღეს ბატონი სიორიძე თან მაღალფარდოვნად, მაგალითად, იგი გაექცა კითხვას, რომელიც ქარტიის ჩანაწერთან იყო დაკავშირებული, სადაც მითითებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა წარედგინა „ნაცკლასტერის“ მიერ კოლექტიური მთავრობა, რაზეც პასუხიც იყო, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციას ვიცავდით, კონსტიცუირი მოთხოვნების წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდითო
დღეს ისინი ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ქარტიაში რაც ეწერათ, წაკითხულიც არ აქვთ ან უბრალოდ ვერ გაიაზრეს, რას მოაწერეს ხელი. შეიძლება ერთიც მართალია და მეორეც , იმიტომ რომ თავიანთმა პატრონებმა დაავალეს ამ პარტიებს, რომ ხელი უნდა მოეწერათ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ აგენტის წარმოდგენილ აქტზე და მათაც უსიტყვოდ და წაუკითხავად მოაწერეს ხელი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…