ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა • POSTV

პოსტივი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრით დაბადების დღე მიულოცა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები.

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა • POSTV
ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა • POSTVPOSTV

დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევმა კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები საქმიანობაში. მან, აგრეთვე, კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალიევს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.