ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რადოსლავ შიკორსკი: რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა რაღაც მასშტაბურს ამზადებდეს და ამას ქვეყანაში ახალი მობილიზაციის საბაბად გამოიყენებს. ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა NATO-ს ქვეყნების მიმართ პოტენციურ საფრთხეებზე, ჰიბრიდულ თავდასხმებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

რადოსლავ შიკორსკი: რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს
რადოსლავ შიკორსკი: რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებსტაბულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, რუსეთი წელს "რაღაც მასშტაბურს" ამზადებს.

24 სექტემბერს ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას შიკორსკიმ აღნიშნა, რომ მათი წყაროების მიხედვით, რუსეთი რაღაც მასშტაბურისთვის ემზადება.

მისი თქმით, კრემლმა ეს ოპერაცია შესაძლოა, რუსეთში შემდგომი მობილიზაციის საბაბად გამოიყენოს.

"მიმაჩნია, რომ პუტინს მობილიზაციისთვის საბაბი სჭირდება, ამიტომ შესაძლოა, ცრუ დროშის ქვეშ თავდასხმა გამოიყენონ და რუს ხალხს უთხრან: ‘ჩვენ თავს დაგვესხნენ, ამიტომ მობილიზაცია გვჭირდებაო’” – თქვა შიკორსკიმ.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული. სადაზვერვო შეფასებების მიხედვით, რუსეთმა NATO-ს გამოცდა შესაძლოა დივერსიით, კიბერთავდასხმებით, დრონების აქტივობითა თუ შეზღუდული სამხედრო ოპერაციით სცადოს.

რუსული ესკალაციის სხვა შესაძლო სცენარებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე შიკორსკიმ უპასუხა, რომ ბელარუსს ძალიან აშფოთებს ომში ჩათრევის პერსპექტივა.

ეს განცხადება შიკორსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბელარუსელ კოლეგასთან, მაქსიმ რიჟენკოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შიკორსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ, შესაძლოა, რუსული ესკალაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მისი თქმით, NATO მზად უნდა იყოს პოტენციური აგრესიის შესაკავებლად.

მინისტრის აზრით, რუსეთის მხრიდან "სიგიჟე" იქნებოდა NATO-ს წევრ ქვეყანაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა, ამიტომ ის ნაკლებად ღია ქმედებებს მოელის, რამაც შესაძლოა, ამოქმედება გაართულოს ალიანსის მე-5 მუხლის - კოლექტიური თავდაცვის დებულების.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ეკონომიკაზე არსებული მძიმე წნეხისა, მოსკოვს ომის გაგრძელება კიდევ ერთი ან ორი წლით შეუძლია.

"რუსეთს მიაჩნია, რომ ხელთ კვლავ აქვს ორი კოზირი: მობილიზაცია და მკაცრი ზამთარი, ასევე უკრაინის ენერგოსისტემის, გათბობის ქსელებისა და მსხვილი კომპანიების განადგურება.

ეს ხდება და უკრაინის ეკონომიკას აზარალებს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, საპასუხო კოზირები უკრაინელებსაც აქვთ", - განაცხადა შიკორსკიმ.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა დაადასტურა, რომ ლიტვა ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების მომზადების შესახებ. მსგავსი გაფრთხილება მანამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმაც გააჟღერა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთს მიაჩნია, რომ ხელთ კვლავ აქვს ორი კოზირი: მობილიზაცია და მკაცრი ზამთარი, ასევე უკრაინის ენერგოსისტემის, გათბობის ქსელებისა და მსხვილი კომპანიების განადგურება. ეს ხდება და უკრაინის ეკონომიკას აზარალებს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, საპასუხო კოზირები უკრაინელებსაც აქვთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.