სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა
პოლონეთის საგარეო მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთი სერიოზულად იღებს რუსეთის მუქარას, რადგან სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობლებში შეჭრა. საპასუხოდ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ პოლონეთის ქმედების შემთხვევაში რუსეთი მას 2-3 დღეში გაანადგურებს.

პოლონეთის საგარეო მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ჩართულობას აფასებს, მაგრამ არანაირ მცდელობას არ ექნება შედეგი, თუ ზეწოლა აგრესორზე არ განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად იღებს რუსეთის მუქარას.
მისი თქმით, რუსეთმა თავად დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა.
"დიახ, სერიოზულად აღვიქვამთ, როდესაც რუსეთი გვემუქრება.
ჩვენ NATO-ში იმავე მიზეზით გავწევრიანდით, რა მიზეზითაც სხვები - საერთო თავდაცვისთვის.
15 წლის წინ ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა, მზად ვიყავით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა, სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და როდესაც მათ პოლიტიკა შეცვალეს, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით", - თქვა სიკორკსიმ.
ცნობისთვის, 11-12 სექტემბერს კიევში გამართული იალტის კონფერენციის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შედარებით, საჰაერო ძალების მიმართულებით NATO მნიშნელოვან საჰაერო უპირატესობას ფლობს და კონფლიქტის შემთხვევაში, სწრაფად შეუძლია მოსკოვის დამარცხება.
პუტინის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევის თქმით სიკორსკი დილეტანტურად აფასებს რუსეთის სამხედრო ძალას და დაამატა, რომ თუ პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, რუსეთი გამოიყენებს თავის სრულ შესაძლებლობებს, რის შედეგადაც, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა 2-3 დღეში არსებობას შეწყვეტს.
ციტატები სტატიიდან
„დიახ, სერიოზულად აღვიქვამთ, როდესაც რუსეთი გვემუქრება. ჩვენ NATO-ში იმავე მიზეზით გავწევრიანდით, რა მიზეზითაც სხვები - საერთო თავდაცვისთვის. 15 წლის წინ ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა, მზად ვიყავით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა, სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და როდესაც მათ პოლიტიკა შეცვალეს, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…