პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტუსკი - რუსეთის გეგმა მოიცავს დრონებითა და რაკეტებით ჰიბრიდულ დარტყმებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს ამზადებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთის მიზანია აჩვენოს, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ თეორიულია და შეასუსტოს მოკავშირეების მოტივაცია.

დონალდ ტუსკი - რუსეთის გეგმა მოიცავს დრონებითა და რაკეტებით ჰიბრიდულ დარტყმებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას
ინტერპრესნიუსი

რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებს ამზადებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

“დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის გეგმა, ასევე, მოიცავს დრონებითა და რაკეტებით ჰიბრიდულ დარტყმებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ. ასეთ შესაძლებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ და დღეს ინფორმაცია ძალიან თანმიმდევრული და, სამწუხაროდ, დამაჯერებელია”, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, რუსეთი მსგავს ინციდენტებს როგორც “შემთხვევითს” წარმოადგენს.

“მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი რიკი არსებობს იმისა, რომ დრონები ან რაკეტების სხვა სახეობები შეაღწევენ აღმოსავლეთ ფლანგის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, შეიძლება ზიანიც გამოიწვიოს, და ოფიციალური ნარატივი იქნება, რომ ეს უბედური შემთხვევაა”, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიზანია იმის დემონსტრირება, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ თეორიულია და არა პრაქტიკული, და “ნატოს ქვეყნების მოტივაციის შესუსტება, გამოიყენონ ნატო-ს რეგულაციები ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს წინააღდეგ აგრესიის შემთხვევაში”.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში შეიარაღებულ პირთა შემოჭრა იგეგმება. გვაქვს ცნობები გუშინდელი ღამიდანაც, რომ პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები