პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში ავიარეისები შეაჩერეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გათიშვის შემდეგ

აშშ-ში საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გათიშვის გამო ყველა გამავალი ავიარეისი შეაჩერეს, რის შედეგადაც 7 000-მდე ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. შიდა უსაფრთხოების მინისტრ მარკუეინ მალინის თქმით, გამოძიება გრძელდება და კიბერთავდასხმა გამორიცხული არ არის.

აშშ-ში ავიარეისები შეაჩერეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გათიშვის შემდეგ
რადიო თავისუფლება

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ 13 ნოემბერს გააჩერა ქვეყნიდან მიმავალი ყველა რეისი, მას მერე, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში საკომუნიკაციო წყვეტა აღირიცხა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის, მარკუეინ მალინის განცხადებით, არ იკვეთება იმის ნიშნები, რომ ქვეყანა საფრთხის ქვეშაა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მალინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და არ გამორიცხა კიბერთავდასხმის შესაძლებლობა - იუწყება სააგენტო ფრანს-პრესი (AFP).

გადაიდო ან გაუქმდა 7000-მდე რეისი, საჰაერო მოძრაობის სადამკვირვებლო სერვისის, FlightAware-ის მონაცემებით. თვითმფრინავებს, რომლებიც უკვე ჰაერში იყვნენ, დაფრენის საშუალება მისცეს, მაგრამ ხმელეთიდან გაფრენა შეუძლებელი იყო.

Reuters-ის შეფასებით, ეს წყვეტა არის ნიშანი აშშ-ის სატრანსპორტო კონტროლის სისტემის გადატვირთულობისა, რასაც იწვევს აღჭურვილობის და კომუნიკაციის ხარვეზები, კონტროლიორთა ნაკლებობა და დაძველებული ინფრასტრუქტურა.

საჰაერო მოძრაობის უწყებების წარმომადგენელთა თქმით, ფედერალურ ადმინისტრაციას არ დაუზუსტებია როდის მოიხსნება აფრენაზე აკრძალვა, თუმცა იკვეთება ნიშნები, რომ კომუნიკაციის პრობლემები ზოგიერთ ადგილას უმჯობესდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
FlightAware: აშშ-ში, ფრენების შეჩერების ფონზე, თითქმის 7 000 რეისი გადაიდო ან გაუქმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები