ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ზე საბაჟო შეღავათები დაამტკიცა.

ქართული ოცნება

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც სომხური საქონლის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებების გამოყენებას ითვალისწინებს. რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80% იმპორტის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება ორწლიანი ვადით.

ევროკავშირმა სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ზე საბაჟო შეღავათები დაამტკიცა.
ევროკავშირმა სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ზე საბაჟო შეღავათები დაამტკიცა.ნეტგაზეთი

ევროკავშირის საბჭომ 24 სექტემბერს საბოლოოდ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც სომხური საქონლის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებების (ATM) გამოყენებას ითვალისწინებს.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პრესმდივან ანი ბადალიანზე დაყრდნობით წერს, რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80% იმპორტის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება. შეღავათიანი რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

რეგულაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ხელს მოაწერენ და ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდება.

ევროკავშირის საბჭომ დოკუმენტს 2 სექტემბერს დაუჭირა მხარი, 15 სექტემბერს ის ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო 23 სექტემბერს – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა.

სომხეთის საგარეო უწყების შეფასებით, ახალი რეჟიმი ხელს შეუწყობს სომხეთის საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას, ევროკავშირის ბაზარზე სომხური პროდუქციის წვდომის გაფართოებას და სომხეთ-ევროკავშირის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სომხეთმა საკუთარი საქონლის ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრების ძიება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვთან ერევნის პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე რუსეთმა სხვადასხვა სომხური პროდუქციისთვის [მათ შორის, მინერალური წყალი, ხილი, ყვავილები] შეზღუდვები დააწესა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები