პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: სექტის წევრებისთვის დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მკრეხელობაა - როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ოპონენტებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „სექტის წევრებისთვის“ ბრიუსელში ვიზიტისას დამოუკიდებელი განსჯისა და კრიტიკული ტონის შენარჩუნება მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილი: სექტის წევრებისთვის დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მკრეხელობაა - როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?
რუსთავი 2

სექტის წევრების წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, "სექტისთვის", დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მკრეხელობად მიიჩნევა.

"ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიული ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემს მიერ მათი ბუნების აღწერაზე.

პირველი შთაბეჭდილება უკვე შთამბეჭდავია: პასუხის გაცემის მცდელობისას სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ ტექსტში აღწერილ ნიშნებს. ამიტომ ამ გამოხმაურებებს პერიოდულად, კონკრეტული მაგალითებით დავუბრუნდები.

პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: "ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის".

მათი წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები.

და როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

სწორედ აქ იწყება ისტერია. დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მათთვის მკრეხელობად იქცევა. ხოლო ის, რაც რწმენას ბზარს უჩენს, მყისიერად უნდა განიდევნოს. ვინც ქედს არ იხრის, სიტყვიერად ჩაიქოლოს.

როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

ფოტოზე: ქანდაკება ბელგიის ქალაქ ნამიურში - "უტოპიის ძიებაში", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც ქურუმებმა მოუხაზეს, ვინ არიან მათი მტრები და ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, მათ რელიგიურ აქტს წარმოადგენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები