ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: „ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიუსელიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნავს, რომ ოპონენტებს მისი კრიტიკული ტონის შენარჩუნება უკვირს.

შალვა პაპუაშვილი: „ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს
შალვა პაპუაშვილი: „ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებსPOSTV

ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე.

პირველი შთაბეჭდილება უკვე შთამბეჭდავია: პასუხის გაცემის მცდელობისას სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ ტექსტში აღწერილ ნიშნებს. ამიტომ ამ გამოხმაურებებს პერიოდულად, კონკრეტული მაგალითებით დავუბრუნდები.

პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები.

და როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

სწორედ აქ იწყება ისტერია. დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მათთვის მკრეხელობად იქცევა.

ხოლო ის, რაც რწმენას ბზარს უჩენს, მყისიერად უნდა განიდევნოს. ვინც ქედს არ იხრის, სიტყვიერად ჩაიქოლოს.

როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

ფოტოზე: ქანდაკება ბელგიის ქალაქ ნამიურში – „უტოპიის ძიებაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.