შალვა პაპუაშვილი: პროტესტის ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, ყველა დამახასიათებელი ნიშნით - სიმბოლიკით, რიტუალებით
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა ფსევდორელიგიურ და ფუნდამენტალისტურ სექტად გარდაიქმნა, რომელიც დიალოგს ერიდება და დოგმებით მოქმედებს.

"პროტესტიდან სექტამდე, როცა რიტუალი გახდა თვითმიზანი," - ამ სათაურით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ, მოგვიანებით კი თემაზე მედიასთანაც ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმი უწოდა, საბოლოოდ ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა.
სპიკერის შეფასებით, რადგან პოლიტიკურმა კამპანიამ მიზანს ვერ მიაღწია და შეცდომის აღიარებაზე უარი თქვა, პროცესი შინაარსისგან დაიცალა და მექანიკურ რიტუალად იქცა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ მოძრაობამ შეიძინა სექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აქციები, რუსთაველის გამზირზე შეკრებები და სიმბოლოები, კი მონაწილეებისთვის არა მიზნის მიღწევის გზად, არამედ ჩაკეტილ წრედ ჩამოყალიბდა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საპროტესტო ჯგუფი გაურბის დიალოგს და მოქმედებს მხოლოდ დოგმებით.
"ჩვენს თვალწინ, ფაქტობრივად, ეს პროტესტის ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით - სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით, ყველაფრით აბსოლუტურად ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, მიბაძვა რელიგიის მიმართ, რელიგიისადმი და არის შესაბამისად ფსევდორელიგიური წარმონაქმნი.
ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის ასევე აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა არის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. სექტის განსაკუთრებული დამახასიათებელი რა არის - ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მის სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება.
ის, ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი დღეს ევროკავშირი და ჰყავთ გამოცხადებული აღქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმაც არ შეიძლება და ატყობთ, ხომ, რომ ნებისმიერი რეაქცია, სხვათა შორის, აი გველესიანის შემთხვევაც ამის კარგი მაგალითი იყო, რომ როგორც კი ვინმე რამეს, არა თუ კრიტიკულს, კითხვას დასვამს და გველესიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა, რომ ვიკითხეო, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით, რა არის უპირატესობები და რა შეიძლება იყოს პრობლემური, აი ამას მოჰყვა რაღაც კრუნჩხვები, რომელიც დაემართა ამ სექტის წარმომადგენლებმა. იმიტომ, რომ ეხები რაღაც მათ სალოცავს, რომელზეც არ შეიძლება კითხვებიც კი დაისვას.
ამიტომ, ეს სერიოზული მოვლენაა, ვფიქრობ მე, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფუნდამენტალისტურ სექტად და ასეც უნდა შევხედოთ," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური დღეთაღრიცხვით "პროტესტის" 666-ე დღეა. მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “ოპოზიციური დღეთაღრიცხვით "პროტესტის" 666-ე დღეა. მრგვალი თარიღი კარგი
- TV პირველიშალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა
- ტაბულაპაპუაშვილი: ოპოზიციური დღეთაღრიცხვით "პროტესტის“ 666-ე დღეა, გადაიქცნენ ფსევდორელიგიურ სექტად
- ალია“პროტესტის“ 666-ე დღეა – აგრესიული, ფსევდორელოგიური სექტაა” – პაპუაშვილი
- რუსთავი 2"პროტესტიდან სექტამდე" - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ე.წ. უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან დაცლილია
ციტატები სტატიიდან
„ჩვენს თვალწინ, ფაქტობრივად, ეს პროტესტის ჯგუფი ჩამოყალიბდა ფსევდორელიგიურ სექტად, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით - სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით, ყველაფრით აბსოლუტურად ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, მიბაძვა რელიგიის მიმართ, რელიგიისადმი და არის შესაბამისად ფსევდორელიგიური წარმონაქმნი. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ არის ასევე აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა არის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. სექტის განსაკუთრებული დამახასიათებელი რა არის - ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მის სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ის, ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით. დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი დღეს ევროკავშირი და ჰყავთ გამოცხადებული აღქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმაც არ შეიძლება და ატყობთ, ხომ, რომ ნებისმიერი რეაქცია, სხვათა შორის, აი გველესიანის შემთხვევაც ამის კარგი მაგალითი იყო, რომ როგორც კი ვინმე რამეს, არა თუ კრიტიკულს, კითხვას დასვამს და გველესიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა, რომ ვიკითხეო, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით, რა არის უპირატესობები და რა შეიძლება იყოს პრობლემური, აი ამას მოჰყვა რაღაც კრუნჩხვები, რომელიც დაემართა ამ სექტის წარმომადგენლებმა. იმიტომ, რომ ეხები რაღაც მათ სალოცავს, რომელზეც არ შეიძლება კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ, ეს სერიოზული მოვლენაა, ვფიქრობ მე, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფუნდამენტალისტურ სექტად და ასეც უნდა შევხედოთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…