"ევრობიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკური ნიმუში დავინახეთ" - "მემარცხენე ალიანსი" "კორძის" კონცერტის დაფინანსებას ეხმაურება
„მემარცხენე ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა, სადაც გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და პაველ ჰერჩინსკის მხრიდან მომღერალ „კორძის“ კონცერტის დაფინანსება, ასევე ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ჩატარებული სემინარი. პარტიის დამფუძნებელმა სოსო შატბერაშვილმა ეს ფაქტები ევრობიუროკრატიის ფარისევლობად შეоფასა.

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - ეს იყო დღეს "მემარცხენე ალიანსის" ბრიფინგის თემა. პარტიის წევრები გამოეხმაურნენ ევროკავშირის მხრიდან "კორძის" კონცერტის დაფინანსებას, ასევე, ევროსაბჭოს ეგიდით პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარს, რომელიც ბახმაროში ჩატარდა.
მათი თქმით, ევროპული სტრუქტურები რადიკალიზმის წახალისებას ცდილობენ.
"წესით, გაკვირვებას უნდა იწვევდეს ასეთ ფონზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის და პაველ ჰერჩინსკის მიერ მომღერალ "კორძის" დაფინანსება, კორძის კონცერტის დაფინანსება და ამავე დროს, ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ჩატარებული სემინარი, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. ეს წესით, მაგრამ, წესის გარეშე, ყოველივე ზემოთქმულში არც არათუ უწესობა, არამედ ევრობიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკური ნიმუში დავინახეთ.
ამას ემატება, რომ რუს ოლიგარქებს - ოსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს უხსნიან, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, აგრეთვე თავისუფალ ტელეარხებს, უტოვებენ უკანონოდ დადებულ სანქციებს.
ყოველივე ამაზე ნათქვამია ქართული გამონათქვამი: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო," - განაცხადა პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელმა, სოსო შატბერაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დაფინანსება, კორძის კონცერტის დაფინანსება და ამავე დროს, ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ჩატარებული სემინარი, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. ეს წესით, მაგრამ, წესის გარეშე, ყოველივე ზემოთქმულში არც არათუ უწესობა, არამედ ევრობიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკური ნიმუში დავინახეთ. ამას ემატება, რომ რუს ოლიგარქებს - ოსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს უხსნიან, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, აგრეთვე თავისუფალ ტელეარხებს, უტოვებენ უკანონოდ დადებულ სანქციებს. ყოველივე ამაზე ნათქვამია ქართული გამონათქვამი:“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.