პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტის დაფინანსებაზე: „ეს არის მავნებლობა - მავნებლობა ქართული სახელმწიფოს

პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „კორძის“ კონცერტის დაფინანსება კრიტიკულად შეაფასა და მას „მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ უწოდა.

გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტის დაფინანსებაზე: „ეს არის მავნებლობა - მავნებლობა ქართული სახელმწიფოს
POSTV

„ეს არის მავნებლობა – მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „კორძის“ კონცერტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„დააფინანსეს იმ ადამიანის კონცერტი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი მოსახლეობის ნახევარს აგინებდა. წარმოდგინეთ, რომ ევროკავშირის ელჩის სამშობლოში ჩვენმა საელჩომ რადიკალების კლიპის შემქმნელის, რადიკალების ტექსტების შემქმნელის, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და ქვეყნის მაგინებელი ადამიანის კონცერტი დააფინანსოს — მაშინ რა ჭკუაზე დადგებიან და რას იტყვიან, საინტერესოა! ჯერ ამას საქართველოს საელჩო არ იკადრებს. ისინი კი გამოდიან და აფინანსებენ იმ ადამიანის კონცერტს, ვინც ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ლანძღავდა და აგინებდა. ვიღაც კორძს აფინანსებენ ქვეყანაში, სადაც უმრავი ნიჭიერი, წარმოსაჩენი ახალგაზრდა გვყავს — ხომ შეიძლებოდა, რომელიმე მათგანი დაეფინანსებინა ამ ელჩს?!

პირდაპირ კანონის გვერდის ავლით ხდება რაღაცების დაფინანსება და ეს ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გადადგმული. რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელი ქართველი მოიწონებს ამას?! ვნახეთ ჩვენ, მან პასუხიც არ გასცა ჟურნალისტების კითხვებს და გაექცა პასუხს, იმიტომ რომ ეს არის მავნებლობა – მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი - გიორგი სოსიაშვილი "კორძის" კონცერტის დაფინანსებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის, ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს - ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები