ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი მომღერალ „კორძის“ კონცერტის შესახებ: „როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბელგიაში ვიზიტისას შეоფასა მომღერალ „კორძის“ კონცერტი და განაცხადა, რომ მიუღებელია ევროკავშირის ფინანსების ხარჯვა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც, მისი თქმით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებენ და მონებს უწოდებენ. პაპუაშვილმა ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილი მომღერალ „კორძის“ კონცერტის შესახებ: „როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის
შალვა პაპუაშვილი მომღერალ „კორძის“ კონცერტის შესახებ: „როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისPOSTV

„როდესაც, ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს; როდესაც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც, პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს და როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აქ აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზია საჭირო“, – განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომღერალ „კორძის“ კონცერტზე დასმული კითხვის პასუხად.

„გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ასე რომ, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც არის ექსტრემიზმი. ეს არის ფაშიზმი. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მათ მონებს უწოდებ ანუ უწოდებ უუფლებო არსებებს, ამბობ, რომ ესენი არა არიან ადამიანები – სწორედ ეს არის მთავარი დატვირთვა ამ ტერმინის და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი, თანხობრივად ჩარეული ხარ, რა ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ?! ასეთი ევროპა იყო 100 წლის წინ. ან 100 წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია ის, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანების და იდეოლოგიის ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიებას და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც, ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს; როდესაც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც, პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს და როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აქ აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზია საჭირო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ასე რომ, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც არის ექსტრემიზმი. ეს არის ფაშიზმი. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მათ მონებს უწოდებ ანუ უწოდებ უუფლებო არსებებს, ამბობ, რომ ესენი არა არიან ადამიანები – სწორედ ეს არის მთავარი დატვირთვა ამ ტერმინის და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი, თანხობრივად ჩარეული ხარ, რა ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ?! ასეთი ევროპა იყო 100 წლის წინ. ან 100 წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია ის, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანების და იდეოლოგიის ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიებას და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.