ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინის ომი და კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება.

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა გაიხსენეს 2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა ქ. სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრა შედგა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს • POSTVწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები