შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერთან.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში ბელგიიდან ჩავა, რომელსაც თავის მხრივ, გუშინ ეწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
- იმედინიუსისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება
- რუსთავი 2საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
- POSTVსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს • POSTV
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…