აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება
რუსეთის ელჩის აფხაზეთში, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების მიღების ტემპის თითქმის ხუთჯერ გაზრდა. მიმდინარეობს პროცესების ოპტიმიზაცია, რათა თვიური განაცხადების დამუშავების რაოდენობა 600-მდე გაიზარდოს.

რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აფხაზეთის მოქალაქეებისგან დოკუმენტების მიღების ტემპის თითქმის ხუთჯერ გაზრდა ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აფხაზეთში ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-არხზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, მაის-ივნისში საკონსულო თვეში დაახლოებით 120 განაცხადს ამუშავებდა, ხოლო დოკუმენტების ჩასაბარებლად რიგში 3 ათასამდე ადამიანი იყო. აფხაზები რუსეთის საელჩოს მიმართავდნენ და პროცესის ნელ მიმდინარეობაზე ჩიოდნენ.
გლადკოვის თქმით, საკონსულოს თანამშრომლების დასახმარებლად პროცესების ოპტიმიზაციის სპეციალისტები მიიწვიეს.
განაცხადების შევსებაში მოქალაქეებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისეებიც ეხმარებიან.
რუსეთის ელჩის განცხადებით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი გახდა თვეში 400-მდე განაცხადის დამუშავება, ხოლო ოქტომბრის შედეგებით ეს მაჩვენებელი 600-მდე უნდა გაიზარდოს.
ამასთან, იგეგმება საინფორმაციო სტენდების დამზადება და რაიონებში განთავსება, რომლებზეც მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იქნება. გლადკოვის თქმით, ამის შედეგად მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტების სიის მისაღებად მხოლოდ ამ მიზნით სოხუმში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…