რუსული პასპორტების მახე - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში სასწავლებლად წასული სტუდენტები შესაძლოა, ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დადგომას სთხოვენ და ჯარიმებით ემუქრებიან, რის გამოც ისინი შესაძლოა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ.
რუსული პასპორტების მახე - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში სასწავლებლად წასული სტუდენტები, შესაძლოა, ფრონტის ხაზზე აღმოჩდნენ. მიზეზი რუსული პასპორტებია, რომლითაც ოკუპანტი ქვეყანა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ითხოვს.
არსებობს ინფორმაცია, რომ აფხაზეთიდან რუსეთში სასწავლებლად წასულებს სამხედრო კომისარიატში იბარებენ და აღრიცხვაზე დადგომას სთხოვენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დიდი ჯარიმებით ემუქრებიან.
როგორც კონფლიქტოლოგი კობა ჩითანავა ამბობს, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები ოკუპირებული ოფხაზეთიდან და ოსეთიდან, ვინც იქ სწავლობენ, უკვე სავალდებულო წესით დგებიან სამხედრო სავალდებულო აღრიცხვაზე.
რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტის წინაშე დააყენა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. ამ შემთხვევაში, უპირატესი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქეობას. ვინც საზღვარს გადაკვეთს აფხაზური და ოსური პასპორტით, ის ადამიანები, ის ადამიანები იქნებიან დაჯარიმებულები. ერთადერთი "ფუნქცია", რაც ჰქონდა ამ პასპორტებს, ეს იყო, რომ მათ გადაეკვეთათ როკის საზღვარი და ფსოუს საზღვარი და შესულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში და თუ ამისთვისაც ვერ გამოიყენებენ, წარმოიდგინეთ, რა ფასი ექნება ე.წ. აფხაზურ პასპორტს და ე.წ. ოსურ პასპორტს. ეს ემსახურება იმას, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც იქ სწავლობენ და იქ მოღვაწეობენ, ისინი უკვე სავალდებულო წესით დგებიან სამხედრო სავალდებულო აღრიცხვაზე. "მუქთა ყველი ხაფანგში" და ახლა ბატონი ითხოვს იმ ყველის საფასურს, რასაც ამდენი ხანი აწვდიდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს",- აცხადებს კობა ბარამია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…