ბარციცი: აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადებით, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები „აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა“.
ამის შესახებ ბარციცმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართა.
„თუ შევაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას, დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს ეს არის სრულმასშტაბიანი, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო დინამიკურად ვითარდება“, – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ბადრა გუნბასა და ვლადიმერ პუტინს უკვე სამი სრულფასოვანი შეხვედრა ჰქონდათ.
ბარციცის შეფასებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ასევე დამატებით იმპულსს აძლევს ორმხრივ თანამშრომლობას.
მან განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური მიმართულება და განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის გაფართოება.
ბარციცმა ასევე ისაუბრა რუსეთთან თანამშრომლობაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში და აღნიშნა, რომ “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში სამედიცინო მომსახურებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ახალი შესაძლებლობები ვითარდება”.
მისივე თქმით, “აფხაზეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში რუსეთის რეგიონებთან და ცალკეულ ფედერალურ სამინისტროებთან 35-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა”.
ბარციცმა შეხვედრაზე რუსეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებად ასევე „რბილი ძალის“ გამოყენებით ურთიერთქმედება დაასახელა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„თუ შევაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას, დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს ეს არის სრულმასშტაბიანი, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო დინამიკურად ვითარდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.