ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ

საქართველოს პარლამენტი

რუსთავის მერია რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს აგრძელებს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთრუსთავი 2

რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.

„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული უბნის-რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ ფაზაში გვაქვს 9 საცხოვრებელ კორპუსში. ტერიტორია მზადდება ტროტუარების მოსაწყობადაც. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული ქუჩა გვექნება ურბანულად განახლებული და რაც ყველაზე მთავარია, ამ უბნის მოსახლეობა რესტავრირებულ, უსაფრთხო კორპუსებში იცხოვრებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46 საცხოვრებელ კორპუსებში შენობების გამაგრება, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობააა გათვალისწინებული და სრულად შენარჩუნდება ძველი ქუჩის ავთენტური იერ-სახე.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 7 442 587.15 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული უბნის-რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ ფაზაში გვაქვს 9 საცხოვრებელ კორპუსში. ტერიტორია მზადდება ტროტუარების მოსაწყობადაც. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული ქუჩა გვექნება ურბანულად განახლებული და რაც ყველაზე მთავარია, ამ უბნის მოსახლეობა რესტავრირებულ, უსაფრთხო კორპუსებში იცხოვრებს“
ნინო ლაცაბიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.