ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაზარალებულს ჯანმრთელობისა და „ზიპლაინის“ დაზიანებით ემუქრებოდნენ, რის გამოც დაზარალებულმა მათ ჯამში 187 297 ლარი გადასცა.

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულისგან სხვადასხვა ოდენობის თანხის გადაცემას სისტემატიურად ითხოვდნენ. უყენებდნენ მოთხოვნას გადაეცა მათთვის კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებით და მის საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარე ე.წ. ,,ზიპლაინის“ დაზიანებით ემუქრებოდნენ. მათ მიერ განხორციელებული ზეწოლით ე.წ ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეჩერდა. ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული მუქარების და დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებული იძულებული გახდა მათთვის სხვადასხვა დროს, ჯამში 187 297 ლარი გადაეცა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოიღეს.

ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურამ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები