პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე კალინინგრადის მხრიდან დაარღვია და ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა. ინციდენტის საპასუხოდ გამანადგურებლები გაიგზავნა. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა ანდრეი კოლესნიკმა პოლონეთის განცხადება პროვოკაციად და ფეიკად შეоფასა.

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რადიო თავისუფლება

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც კალინინგრადის მხრიდან მოფრინავდა, პოლონეთის საჰაერო სივრცე ქალაქ ბრანევოს ჩრდილოეთით დაარღვია, პოლონეთის ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა და 42 წამს დარჩა.

ინციდენტის გამო გაიგზავნა გამანადგურებლები და მზადყოფნაში იყვნენ სახმელეთო საშუალებებიც.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის შეფასებით, ინციდენტი ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ ამოწმებს პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მზადყოფნას.

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს 23 სექტემბერს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრ ანდრეი კოლესნიკის კომენტარი, რომ პოლონეთის განცხადება უნდა აღიქვან „პროვოკაციადაც“ და „ფეიკადაც“. კოლესნიკის მტკიცებით, „მსგავსი ინციდენტები მუდმივად ხდება პოლონეთის, ლიეტუვის, ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მხრიდან და ისინი მუდმივად ტრიალებენ კალინინგრადის ოლქის საზღვრების გარშემო“.

13 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული დრონებით შეტევის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაცია ფაქტი ხდება, უახლოესი კვირები და თვეეები შესაძლოა, მოსკოვის ძალიან ინტენსიური მოქმედებების პერიოდად იქცეს და გამორიცხული არ არის, რომ ეს ესკალაცია პოლონეთის ტერიტორიასაც შეეხება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ტაბულაოპოზიციურირუსული Ми-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
  2. რუსთავი 2სამთავრობორუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრილი ობიექტების ჩამოგდების წესს ამარტივებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები