"ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა" - ბოჭორიშვილის სიტყვა უკრაინის მხარდაჭერ სამიტზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის ოკუპაციის დამანგრეველი შედეგები.

„საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
"ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას" - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“
„საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. "ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას" - განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.