პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მძიმე ოკუპაციის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ერთობლივი რეაგირების საფუძველი უნდა იყოს.

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველს
პირველი არხი

საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერო-ს ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაში, სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობს.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო კანადის მთავრობისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიმართ, ტორონტოში ამ მნიშვნელოვანი მინისტერიალის მოწვევისა და მასპინძლობისთვის.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს. რაც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს. ომი მტკივნეულად აისახება გახლეჩილ ოჯახებზე, მშობლიურ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილ ბავშვებზე, თავისუფლებაწართმეულ მშვიდობიან მოქალაქეებსა და დაბრუნების მოლოდინში მყოფ სამხედრო ტყვეებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია.

„კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი. ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა ქმნიდეს ჩვენი ერთობლივი რეაგირების საფუძველს.

საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად.

ამასთანავე, მშვიდობას თან უნდა ახლდეს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრინციპების პატივისცემა. საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
  4. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
  5. BM.GEოპოზიციურიმაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  6. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების,
  7. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
  8. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
  9. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას
  10. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი – ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები