იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებით, ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია.
გასული წლის 6 თვის(იანვარ-აგვისტოს) მონაცემებით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული იყო 1 448 823 ლარი.
ცნობისთვის, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.