პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
რუსთავი 2

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"პროექტის ფარგლებში, მდ. ჭოროხის ჭალა-კალაპოტიდან გამოყოფილი საკარიერო უბნიდან, ზღვის სანაპიროზე 110000 მ3 პლაჟწარმომქმნელი მასალის შემოტანა მოხდება.

პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე 325 მეტრს, ხოლო მეორე უბანზე 290 მეტრს შეადგენს.

პროექტის მიზანია ქ. ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლის პლაჟების ხელოვნური კვება, რაც პლაჟის პარამეტრების შენარჩუნების და მისი შესაბამისი მასალით შევსებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.5 მლნ. ლარს შეადგენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
150 მილიონი ლარი ბათუმსა და ქობულეთში რეაბილიტაციაზე, თუმცა ობიექტები უცნობიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები