ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. ცვლილებები შეეხება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციურ დანამატებს, ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარებას, ასევე დაწყებითი კლასების იმ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებას, რომლებიც ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალებიBM.GE

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიიღეს გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.

კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.

ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება. განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" - სამინისტრო რეგიონული სკოლებისთვის დამატებით 80 პედაგოგს ირჩევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები